вторник, 5 ноября 2013 г.
пятница, 1 ноября 2013 г.
პეტრე პირველი
10 -ე
კლასის სასწავლო პროექტი.
1.პროექტის სახელწოდება:
„პირველი იმპერატორი“
2.პროექტის მთავარი
იდეა(თემა): რუსეთის სახელმწიფოს პირველი მეფე-იმპერატორი პეტრე
პირველი -როგორც პიროვნება და როგორც რეფორმატორი.საქართველოს გარდამავალი ეპოქა.პიროვნებები.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები აღრმავებენ რუსული ენისა და ისტორიის გაკვეთილებზე
მიღებულ ცოდნას რუსეთის პირველი იმპერატორის შესახებ,იმ ეპოქის შესახებ და აანალიზებენ
მაშინდელი საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობას.ეს მისცემს მათ სტიმულს უკეთესად ჩაწვდნენ ქართული სახელმწიფოს განვითარების
ისტორიას და მისცემთ საშუალებას იყვნენ ტოლერანტულები კულტურათა თავისებურებების მიმართ.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები
ღრმად შეისწავლიან პეტრე პირველის პიროვნებას,
მის მიერ გატარებულ სახელმწიფო ძვრებს, დააკვირდებიან
იმ ეპოქაში რუსეთის სახელმწიფოს პარალელურად როგორ ვითარდებოდნენ
სხვა სახელმწიფოები ,მათ შორის საქართველოს სახელმწიფო და მეტად
განუვითარდებათ კვლევა -ძიების უნარები,საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი უნარები.
5.მონაწილეთა
ასაკი: 15--წელი.10
-ე კლასი.
6.ვადების ხანგრძლიობა: სამი კვირა.
7.მოსალოდნელი
სედეგები/პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას:
1.ექნებათ ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში და ოქროს ფონდში.(საუბარი ექვთიმე თაყაიშვილზე).პეტრე პირველის პერიოდისა
და საქართველოს მაშინდელ ეპოქასთან
გაცნობა.
2.გამოსცემენ კლასის ჟურნალს „ეპოქები“
8.პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: მე-10 კლ.სახელმძღვანელო(ავტორი
ლორთქიფანიძე ,ჩიმაკაძე),პეტრე პირველზე ვიდეო მასალა,ინტერნეტი,პროექტორი,ეკრანი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
დაგეგმვა,ფუნქციების განაწილება,მასალის შეგროვება,ექსკურსიაზე
წასვლა მუზეუმებში,
სლაიდშოუს გაკეთება,საინფორმაციო მასალის მომზადება,შეჯამება,კლასის ჟურნალის გამოცემა.
მოსწავლეებს უვითარდებათ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარჩვევები
,ისინი
იყენებენ და აღრმავებენ
რუსული ენის და ისტორიის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.
11.პროექტის ხელმძღვანელი :
47-ე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი:მზია ბოლქვაძე.
12.ხელმძღვანელის
ელფოსტა:
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://bolkcadzemzia.blogspot.com/
Подписаться на:
Сообщения (Atom)